შეშფოთებით ვადევნებთ თვალს და ვაკვირდებით ყაზახეთში მოვლენების განვითარებას - გაერო

06.01.22 12:39
შეშფოთებით ვადევნებთ თვალს და ვაკვირდებით ყაზახეთში მოვლენების განვითარებას - გაერო

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრეს-სპიკერის, სტეფან დიუჟარიკის, განცხადებით, გაერო შეშფოთებით ადევნებს თვალს და აკვირდება ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს.

ბუნებრივია, ჩვენ შეშფოთებით ვადევნებთ თვალს და ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას ყაზახეთში. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოვლენებში ჩართულმა ყველა მხარემ გამოიჩინოს თავშეკავება, მოერიდოს ძალადობას და წამოჭრილი საკითხები დიალოგის საშუალებით მოაგვაროს“, – განაცხადა დიუჟარიკმა.

შეგახსენებთ, ყაზახეთში არეულობა გრძელდება. ბოლო ცნობებით, დემონსტრაციების დროს ყაზახეთში 9 პოლიციელი დაიღუპა. პარალელურად კი რუსეთი კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის სახელით ყაზახეთში ჯარებს აგზავნის.