ყაზახეთში სამართალდამცველების მიერ გახსნილ ცეცხლს საპროტესტო აქციის ათობით მონაწილე ემსხვერპლა

06.01.22 13:01
ყაზახეთში  სამართალდამცველების მიერ გახსნილ ცეცხლს საპროტესტო აქციის ათობით მონაწილე ემსხვერპლა

ყაზახეთში სამართალდამცველების მიერ გახსნილ ცეცხლს საპროტესტო აქციაში მონაწილე ათობით სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ალმათის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი ადასტურებს. ყაზახეთის ჯანდაცვის ინფორმაციით, - 1000-ზე მეტი ადამიანია დაშავებული; 400 მათგანი ჰოსპიტალშია გადაყვანილი; 62 რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს;

ოფიციალური უწყებების განცხადებით, აღნიშნული პირები პოლიციის დეპარტამენტის შენობის შტურმით აღებას ცდილობდნენ.

პოლიციელების მხრიდან დაღუპულია რვა და დაშავებულია 317 თანამშრომელი.

მსგავსი სიახლეები