იტალიაში 50 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა

06.01.22 16:39
იტალიაში 50 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა

კორონავირუსის ახალი შტამის, ომიკრონის სწრაფი გავრცელების შემდეგ მიიღო, იტალიაში 50 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო ხდება.

იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, იცვლება ვაქცინაციის წესები დასაქმებულთათვის.

15 თებერვლიდან, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში დასაქმებულმა 50 წელზე უფროსმა პირებმა დამსაქმებელს უნდა წარუდგნონ მწვანე პასპორტი ან ახლო წარსულში კორონავირუსის გადატანის შესახებ ცნობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მუშაობის გაგრძელების უფლება აღარ ექნებათ.

5 იანვარს იტალიაში კორონავირუსის 190 000-მდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.