ჩვენი ჯარისკაცები არ შეებრძოლებიან ყაზახ ხალხს - ყირგიზეთის პრეზიდენტი, სადირ ჟაპაროვი

06.01.22 20:05
ჩვენი ჯარისკაცები არ შეებრძოლებიან ყაზახ ხალხს  - ყირგიზეთის პრეზიდენტი, სადირ ჟაპაროვი

ყირგიზეთის პრეზიდენტის, სადირ ჯაპაროვის,  გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, რომ კუხო-ს წევრი ქვეყანას წარმოადგენენ, ყირგიზი სამხედრო კონტიგენტი არ გაიგზავნება ყაზახეთში.
ჩვენი ჯარისკაცები არ შეებრძოლებიან ყაზახ ხალხს- განაცხადა ყირგიზეთის პრეზიდენტმა.

პრეზიდენტ ჟაპაროვის გადაწყვეტილებით, ყირგიზეთის ელიტარული სამხედრო ნაწილები მხოლოდ  ყაზახეთის საზღვრის სიახლოვეს განთავსდა.
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების შეთანხმების სამშვიდობო მისიის ფარგლებში ყაზახეთში 3000 რუსი, 500 ბელორუსი, 200 ტაჯიკი და 70 სომეხი სამხედრო გაემგზავრება, რომელთაც ქვეყანაში უსაფრთხოების დამყარება და სტრატეგიული ობიექტების დაცვა დაევალებათ.