კონსტიტუციური წესრიგი ყველა რეგიონში აღდგა, კონტრტერორისტული ქმედებები გაგრძელდება - ყაზახეთის პრეზიდენტი

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყანაში ჩატარებული გასული ღამის ოპერაცია შეაჯამა და თქვა, რომ წესრიგი აღდგენილია.
მისი თქმით, ქვეყანაში კონტრტერორისტული ოპერაცია იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ყველა თავდამსხმელი არ განადგურდება.
ანტიტერორისტული ოპერაცია დაწყებულია. სამართალდამცავები ინტენსიურად მუშაობენ. კონსტიტუციური წესრიგი ძირითადად ქვეყნის ყველა რეგიონში აღდგა. ადგილობრივი ხელისუფლება სიტუაციას აკონტროლებს. მაგრამ ტერორისტები აგრძელებენ იარაღის გამოყენებას და მოქალაქეების ქონების დაზიანებას. ამიტომ, კონტრტერორისტული მოქმედებები უნდა გაგრძელდეს მებრძოლების სრულ განადგურებამდე“, - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.