გვაქვს კითხვები ყაზახეთის მთავრობასთან, რითი ასაბუთებენ უცხოელი ჯარების განთავსებას მათ მიწაზე - პრაისი

07.01.22 13:34
გვაქვს კითხვები ყაზახეთის მთავრობასთან, რითი ასაბუთებენ უცხოელი ჯარების განთავსებას მათ მიწაზე - პრაისი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ყაზახეთისგან განმარტებას ითხოვს.  დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ყაზახეთში ОДКБ-ს ჯარების ჩასვლაზე საუბრისას განაცხადა, რომ ყაზახეთის მთავრობასთან აშშ-ს კითხვები აქვთ.

კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციის განთავსებაზე, პირველ რიგში, კითხვაზე პასუხს ყაზახეთისგან მოვითხოვთ. ჩვენ გვაქვს კითხვები სწორედ იმიტომ, რომ ყაზახეთის მთავრობას აქვს საკუთარი რესურსები და კარგი სამხედრო დაცვა. ამიტომ ჩვენ ყაზახეთის მთავრობას დავუთმობთ, ილაპარაკონ რითი ასაბუთებენ უცხოელი ჯარების განთავსებას მათ მიწაზე. 

ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას ადამიანის უფლებების წინააღმდეგ და ნებისმიერი ძალისხმევას ან ქმედებას უცხოური ძალების მხრიდან ყაზახური ინსტიტუტების ხელში ჩაგდების მიზნით", - ამბობს ნედ პრაისი.

ცნობისთვის, სიტუაციასთან გამკლავებისთვის კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას დახმარება ყაზახეთის პრეზიდენტმა სთხოვა. რუსული ჯარები ყაზახეთის ტერიტორიაზე უკვე განთავსდა.  

მსგავსი სიახლეები