მედიის ინფორმაციით, ნაზარბაევმა და მისმა შვილებმა ყაზახეთი დატოვეს
ყაზახეთის ექსპრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა ყაზახეთი დატოვა. bbc-ის ინფორმაციით, ქვეყანა ნაზარბაევის შვილებმაც ოჯახებთან ერთად დატოვეს.
რაც შეეხება ნურსულთანის ძმას, არსებული ინფორმაციით, ბოლათ ნაზარბაევი ყაზახეთში იმყოფება.
ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მთავრობა გადადგა, თუმცა ვითარება ამ დრომდე დრამატულია.