კონფლიქტი ისტორიული რუსეთის ტერიტორიაზეა - რუსეთის პატრიარქი

რუსეთის პატრიარქის, კირილის მტკიცებით, ყაზახეთი,სადაც ახლა ვითარება უკიდურესად დაძაბულია, ისტორიული რუსეთის ტერიტორიაა.
უზარმაზარი ქვეყნის ტერიტორიაზე დღეს მძიმე ვითარებაა. ხალხი ერთმანეთს უმძიმეს სამოქალაქო კონფლიქტში შეეჯახა, სისხლი რეალურად იღვრება. ეს სრულიად ახლოს, ისტორიული რუსეთის ტერიტორიაზე ხდება, ამიტომ ჩვენ ვერ ვიქნებით გულგრილნი ამ სისხლისღვრის, ამ სახალხო არეულობის მიმართ. დღეს მე შეძლებისდაგვარად ვლოცულობდი, რომ ღმერთმა მოწყალება გაიღოს ყაზახი ხალხის მიმართ", - თქვა რუსეთის პატრიარქმა.