დაძაბულობა ყაზახეთში - საზღვრის კვეთის მცდელობისთვის 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
დაძაბული ვითარება ყაზახეთში - საზღვრის უკანონო კვეთის მცდელობისთვის სამართალდამცველებმა სამასზე მეტი ადამიანი დააკავეს. ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და მოპარული ნივთები. გაძარცვულია საბანკო ობიექტები.
ბოლო ინფორმაციით, არეულობის დაწყების დღიდან დღემდე 5135 ადამიანი დაკავებული. გრძელდება რუსეთიდან ყაზახეთში სამხედრო არსენალის გადაყვანაც.
ყაზახეთში არეულობა და სახელმწიფო შენობებზე შტურმი უკვე ერთი კვირაა გრძელდება. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. შეტაკებებს და დაპირისპირებებს ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა.