ყაზახეთში დაღუპულებს გლოვობენ

ყაზახეთში დაღუპულებს გლოვობენ. არეულობის შედეგად 164 ადამიანია გარდაცვლილი, მათ შორისაა ოთხი წლის ბავშვიც. ის ალმათში უმისამართო ტყვიას ემსხვერპლა.
ყაზახეთში არეულობა და სახელმწიფო შენობებზე შტურმი უკვე ერთი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. შეტაკებებს და დაპირისპირებებს ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა.
ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს 6 ათასამდე ადამიანი ჰყავს დაკავებული. ქვეყანაში რუსეთს სამხედროები ისევ შეჰყავს. კრემლი ირწმუნება, რომ ეს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების მიხედვით ხდება.