რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლები დღეს ჟენევაში მოლაპარაკებებს გამართავენ

10.01.22 11:46
რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლები დღეს ჟენევაში მოლაპარაკებებს გამართავენ

რუსეთისა და შეერთებული შტატების დელეგაციები სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგის ფარგლებში შეხვედრას ჟენევაში დღეს გამართავენ. რუსეთის დელეგაციამ უნდა ახსნას, რატომ გადაისროლა რუსული სამხედრო ძალები უკრაინის საზღვრებთან.

მოლაპარაკებებს უხელმძღვანელებენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, უენდი შერმანი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების საკითხებში გარღვევას არ ელოდება.  ბლინკენის თქმით, რთული იქნება პროგრესის მიღწევა, თუ რუსეთი  არ შეეცდება, რომ  განმუხტოს დაძაბულობა უკრაინის საზღვარზე.