რუსეთმა უკრაინის საზღვართან მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო

რუსეთ-უკრაინის საზღვართან ვორონეჟის, ბრიანსკის და სმოლენსკის რაიონების სიახლოვეს, რუსეთმა სამხედრო წვრთნები დაიწყო. ამის შესახებ DW იუწყება.
სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას 3 ათასამდე ჯარისკაცი, 300 ერთეული სამხედრო ტექნიკა, მათ შორის, ტანკები Т-72Б3 და БМП-2, იღებენ.
უკრაინა და მსოფლიო საზოგადოება ეჭვს გამოთქვამენ, რომ რუსეთი უკრაინაში სამხედრო შეჭრისთვის ემზადება. ოფიციალური მოსკოვი ბრალდებას უარჰყოფს და თავის მხრივ, დასავლეთს უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებაში ადანაშაულებს.
კრემლი აშშ-სგან ითხოვს გარანტიებს, რომ ნატო-მ უკრაინა თავის შემადგენლობაში არ მიიღოს.