სომეხმა, ტაჯიკმა და ყირგიზმა სამშვიდობო ძალებმა ალმათი დატოვეს

14.01.22 10:14
სომეხმა, ტაჯიკმა და ყირგიზმა სამშვიდობო ძალებმა ალმათი დატოვეს

სომეხმა, ტაჯიკმა და ყირგიზმა ჯარისკაცებმა ალმათი დატოვეს.  ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

შეგახსენებთ,  ჯარები ყაზახეთის ტერიტორიაზე ყაზახეთის პრეზიდენტის თხოვნის საფუძველზე განლაგდნენ.  ჯარები ყაზახეთში კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციამ გაგზავნა.   ორგანიზაციის მტკიცებით, ეს სამშვიდობო ძალებია, რომელიც ქვეყანაში მშვიდობის დასამყარებლად განთავსდება. ორგანიზაციის თავმჯდომარის,  სომხეთის პრეზიდენტის ნიკოლ პაშინიანის განცხადებით, გადაწყვეტილება უსაფრთხოების საბჭომ მიიღო.