ევროკავშირმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები გაუხანგრძლივა

14.01.22 14:18
ევროკავშირმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები გაუხანგრძლივა

ევროკავშირმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები ნახევარი წლით გაუხანგრძლივა. ეკონომიკური სანქციები მოსკოვს სამშვიდობო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისა და უკრაინაში შეჭრის საფრთხის ფონზე გაუხანგრძლივდა.

ევროსაბჭომ მიიყო გადაწყვეტილება გაახანგრძლივოს შემზღუდველი ზომები, რომელიც ამჟამად მოქმედებს რუსეთის ეკონომიკის ცალკეული სექტორების მიმართ 6 თით, 2022 წლის 31 ივლისამდე, "-  ნათქვამია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში. 

სანქციები რუსეთს 2014 წელს დაუწესეს, მას შემდეგ, რაც მან უკრაინაში ყირიმის ანექსია მოახდინა.

 

მსგავსი სიახლეები