მკაცრად ვგმობ უკრაინის მთავრობის წინააღმდეგ კიბერშეტევას - სტოლტენბერგი

15.01.22 09:58
მკაცრად ვგმობ უკრაინის მთავრობის წინააღმდეგ კიბერშეტევას - სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინის მთავრობის წინააღმდეგ განხორიელებული კიბერშეტევა მკაცრად დაგმო. ამის შესახებ სტოლტენბერგის განცხადებაშია აღნიშნული.

მკაცრად ვგმობ უკრაინის მთავრობის წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას. უახლოეს დღეებში ნატო და უკრაინა ხელს მოაწერენ შეთანხმებას კიბერთანამშრომლობის გაძლიერების შესახებ.ნატო-ს კიბერექსპერტები ბრიუსელში უკრაინელ კოლეგებს უზიარებდნენ ინფორმაციას მიმდინარე მავნე კიბერ აქტივობების შესახებ. უახლოეს დღეებში ნატო და უკრაინა ხელს მოაწერენ შეთანხმებას კიბერთანამშრომლობის გაძლიერების შესახებ. ნატო-ს ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ გაგრძელდება,“- აცხადებს სტოლტენბერგი.

შეგახსენებთ, უკრაინის სამთავრობო უწყებების ვებგვერდებზე მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა, რასაც წინ უძღოდა  მუქარა უკრაინელების მიმართ „გეშინოდეთ და უარესს ელოდეთ“.