დამაკავებენ? - არა! ამით პრეზიდენტი ზელენსკი საკუთარ თავს ავნებს - პეტრო პოროშენკო
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ უკრაინაში დაბრუნებისას დაკავება არ ემუქრება. პოროშენკოს თქმით, მისი დაკავება უკრაინის მოქმედ პრეზდენტს, ვლადიმერ ზელენსკის მხოლოდ ავნებს.
"დამაკავებენ? - არა. არა იმიტომ, რომ ასეთი დარწმუნებული ვარ საკუთარ თავში, უბრალოდ ვერ ვხედავ დაკავების საფუძველს,"- თქვა პოროშენკომ ვარშავაში გამართულ პრესკონფრენეციაზე.
ესპრეზიდენტი ასევე არ გამორიცხავს, რომ თვითმფრინავს, რომლითაც ის უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს კიევის აეროპორტში არ დასვამენ.
დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება, - აღნიშნა პოროშენკომ.
ვარშავაში გამართული ბრიფინგის დროს პეტრო პოროშენკომ ასევე იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც ვლადიმერ ზელენსკიმ მის წინააღმდეგ საქმე სახელმწიფო ღალატის მუხლით დაიწყო. ექსპრეზდენტი თვლის, რომ ამის მიზეზი ზელენსკის რეიტინგის მკვეთრი ვარდნაა.