საფრანგეთში ვაქცინირებული პირებისთვის სპეციალური საშვები ამოქმედდება

17.01.22 10:01
საფრანგეთში ვაქცინირებული პირებისთვის სპეციალური საშვები ამოქმედდება

საფრანგეთში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის საშვი ამოქმედდება. კანონპროექტს საფრანგეთს პარლამენტი ორი კვირის განმავლობაშ განიხილავდა. 

ახალი კანონის თანახმად, რომელიც ძალაში რამდენიმე დღეშ შევა, ვაქცინაციის საშვის წარდგენა  მუზეუმებში, თეატრებში, კაფეებსა და რესტორნებში იქნება საჭირო. 

კანონი პარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში ათასობით მოქალაქემ გააპროტესტა.

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო მონაცეებით, ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის დაახლოებით 78%-ი.