რუსეთმა უკრაინიდან დიპლომატების ევაკუაცია დაიწყო

18.01.22 10:55
რუსეთმა უკრაინიდან დიპლომატების ევაკუაცია დაიწყო

რუსეთმა უკრაინიდან დიპლომატების ევაკუაცია დაიწყო - ინფორმაციას The New York Times -ი ავრცელებს.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის  ინფორმაციით კი, რუსეთის საელჩოდან ეტაპობრივად გაჰყავთ რუსი დიპლომატები და მათი ოჯახის წევრები.

ქვეყანა უკვე დატოვა 48 პირმა, მათ შორის მცირეწლოვანმა ბავშვებმა და დეპუტატების მეუღლეებმა.

გავლენიანი გამოცემების ინფორმაციით ფარული მოქმედება რუსეთმა ჯერ კიდევ 5 იანვარს დაიწყო და ამ დრომდე  გრძელდება.

რუსი დეპუტატების ნაწილი  კიევიდან მოსკოვამდე ავტობუსებით ფარულად გადაჰყავთ.

მსგავსი სიახლეები