პანდემიის დასასრული ახლოსაც კი არ არის - WHO-ს დირექტორი

19.01.22 16:05
პანდემიის დასასრული ახლოსაც კი არ არის - WHO-ს დირექტორი

ჯანმრთელობის  მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის,  ტედროს ადანომ გებრეიესუსის განცხადებით,  კორონავირუსის პანდემიის დასასრული ახლოსაც კი არაა.

 WHO-ს დირექტორის განცხადებით, არასწორია მოსაზრება, რომ ახალი დომინანტური  შტამი "ომიკრონი" ნაკლებად ძლიერია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური პოზიციით, ომიკრონის შტამი სხვა შტამების მსგავსად იწვევს ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილს. 

ეს პანდემია დასრულებასთან ახლოსაც არ არის, ომიკრონის გლობალურად საოცარ ზრდასთან ერთად ახალი ვარიანტების გამოჩენაც მოსალოდნელია, ამიტომაა კრიტიკულად მნიშვნელოვანი აღრიცხვა და შეფასება.  განსაკუთრებით მაღელვებს ის ქვეყნები, რომლებსაც ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი აქვთ. ადამიანების დამძიმებისა და გარდაცვალების ბევრად მეტი რისკია, თუ ისინი აცრილები არ არიან“, - განაცხადა ჯანმოს დირექტორმა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის თქმით, ომიკრონის ვარიანტით მსოფლიოში მხოლოდ გასულ კვირას ინფიცირების 18 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა.