ჯო ბაიდენი ვარაუდობს, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეიჭრება

20.01.22 08:30
ჯო ბაიდენი ვარაუდობს, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეიჭრება

აშშ-ს პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეიჭრება. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა New York Times-ის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრეზიდენტი იქვე აცხადებს, რომ პუტინი "სერიოზულ, დიდი ფასს" გადაიხდის  იმ შემთხვევაში, თუ ის დასავლეთს "გამოცდის". 

"საზღვართან თავმოყრილი სამხედროებით, ეს რუსეთისთვის კატასტროფა იქნება", - თქვა ჯო ბაიდენმა.

არ ვარ დარწმუნებული, რომ მან იცის რასაც აკეთებს. მე ვვარაუდობ, რომ პუტინი უკრაინაში შეიჭრება, მან რამე უნდა მოიმოქმედოს... "მცირე შეჭრა" ერთია, თუმცა თუ ისინი გააკეთებენ იმას, რისი გაკეთებაც შეუძლიათ, ეს რუსეთისთვის კატასტროფა იქნება", - განაცხადა ბაიდენმა.