მონროვიის ეკლესიაში ჭყლეტის დროს 30-მდე ადამიანი დაიღუპა - გარდაცვლილთა შორის 11 ბავშვია

21.01.22 09:53
მონროვიის ეკლესიაში ჭყლეტის დროს 30-მდე ადამიანი დაიღუპა - გარდაცვლილთა შორის 11 ბავშვია

ლიბერიაში საეკლესიო მსახურების დროს ჭყლეტის შედეგად  30-მდე ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა გუშინ ქალაქ მონროვიასთან ახლოს მოხდა. ინფორმაცია ამის შესახებ ადგილობრივმა პოლიციამ გაავრცელა.

უწყების ინფორმაციით,  საკლესიო მსახურების დროს რელიგიური ცერემონიის მონაწილეებს თავს დანით შეიარაღებული პირები დაესხნენ, რასაც ხალხის პანიკა და ჭყლეტა მოჰყვა. დაღუპულებს შორის 11 ბავშვი და ერთი ფეხმძიმე ქალია. 

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ამ დროისათვის ერთი ეჭვმიტანილია დაკავებული.