უკრაინაში რუსული სამხედრო ძალების ნებისმიერ შეჭრას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება - ბლინკენი

22.01.22 10:02
უკრაინაში რუსული სამხედრო ძალების ნებისმიერ შეჭრას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება - ბლინკენი

აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ რუსეთის სამხედრო ძალების უკრაინისკენ ნებისმიერი მოძრაობა როგორც ხელახალი შეჭრა ისე იქნება აღქმული.  ბლინკენმა განაცხადა, რომ  რუსეთის ქმედებას აშშ–ის და მისი მოკავშირეების მხრიდან სწრაფი, მკაცრი და ერთიანი პასუხი მოჰყვება. ეს განცხადება ენტონი ბლინკენმა ჟენევაში სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ჩვენ გასაგებად ვთქვით, თუ ნებისმიერი რუსული სამხედრო ძალა გადაკვეთს უკრაინის საზღვარს, ეს იქნება შეჭრა და მას მოჰყვება უმკაცრესი, სწრაფი და ერთიანი პასუხი აშშ-სა და ჩვენი მოკავშირეების მხრიდან", - განაცხადა ბლინკენმა.

სერგეი ლავროვი და ენტონი ბლინკენი ერთმანეთს ჟენევაში შეხვდნენ. 

მსგავსი სიახლეები