სახ.დეპმა კიევში აშშ–ის საელჩოს თანამშრომლების უკრაინიდან გაყვანაზე ბრძანება გასცა

24.01.22 10:00
სახ.დეპმა კიევში აშშ–ის საელჩოს თანამშრომლების უკრაინიდან გაყვანაზე ბრძანება გასცა

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კიევში აშშ–ის საელჩოდან თანამშრომლების უკრაინიდან გაყვანის ბრძანება გასცა.  გადაწყვეტილება სიფრთხილის ზომებიდან გამომდინარე მიიღეს.

"2022 წლის 23 იანვარს სახელმწიფო დეპარტამენტმა დაუშვა, რომ კიევიდან აშშ–ის საელჩოს თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები ნებაყოფლობითად გამოემგზავრონ რუსეთის სამხედრო აგრესიის განგრძობადი საფრთხის გამო" ,  – ნათქვამია სახ.დეპის განცხადებაში, სადაც ასევე ვკითხულობთ, რომ აშშ–ის დანარჩენ მოქალაქეებს შეუძლიათ, უკრაინა დატოვონ როგორც კერძო ფრენებით, ისე სხვა საშუალებებით.

სახ.დეპის ოფიციალური სამოგზაოურო რეკომენდაციების ჩამონათვალში უკრაინა საფრთხის მხრივ ყველაზე მაღალ, წითელ დონეზეა.

უკრაინის გარშემო სიტუაცია ისევ დაძაბულია. 

მსგავსი სიახლეები