სომხეთში საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობის სახლში შეიჭრნენ

01.03.21 15:43
სომხეთში საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობის სახლში შეიჭრნენ

სომხეთის დედაქალს ერევანში არეულობაა. საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობის სახლში შეიჭრნენ და ქვეყნის პრეზიდენტის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვეს.

ოპოზიცია ფაშინიანის გადადგომას მას შემდეგ ითხოვს, რაც სომხეთის პრეზიდენტმა აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერა ხელი მთიანი ყარაბაღის ომის დასრულების თაობაზე.

 ცნობისთვის, გასული წლის სექტემბრის ბოლოს  საბრძოლო მოქმედებების შედეგად სომხეთმა მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაკარგა მთიან ყარაბაღში.