საქართველოში შემომსვლელ უცხოელთა რაოდენობა გაიზრდება

1 მარტიდან საქართველოში შემოსვლას სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, ბელორუსის, ყაზახეთისა და რუსეთის მოქალაქეებიც შეძლებენ. აქამდე ჩვენი ქვეყნის საზღვრის კვეთა შემოსვლა ნორვეგიის, თურქეთის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, შვეიცარიის კონფედერაციის, საუდის, ყატარის, ბაჰრეინის, არაბთა გაერთიანებული საემიროების მოქალაქეებისთვის იყო ნებადართული.
საქართველოში შემომსვლელმა უცხოელებმა უნდა წარადგინონ უკანასკნელ 72 საათში ჩატარებული PSR კვლევის დოკუმენტი და საზღვრის კვეთიდან მესამე დღეს საკუთარი ხარჯებით უზრუნველჰყონ აღნიშნული კვლევა განმეორებით.