ჯერ კიდევ არ არის გვიან, რომ რუსეთმა შეწყვიტოს ომისთვის მზადება - სტოლტენბერგი

19.02.22 15:36
ჯერ კიდევ არ არის გვიან, რომ რუსეთმა შეწყვიტოს ომისთვის მზადება - სტოლტენბერგი

NATO–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ რუსეთს ჯერ კიდევ აქვს დრო კურსი სეცვალოს, შეწყვიტოს ომისთვის მზადება და საკუთარი განცხადებისამებრ, გაიყვანოს ძალები უკრაინის საზღვრიდან. სტოლტენბერგმა ამის შესახებ  მიუნხენის  კონფერენციაზე ისაუბრა.

ევროპისთვის სახიფათო დღეებია, რუსეთს უკრაინასა და მის გარშემო მობილიზებული ჰყავს სამხედრო ძალები, რაც ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურია, ჩვენ არ ვიცით რა მოხდება, მაგრამ კონფლიქტის რისკი რეალურია. მოსკოვის მტკიცების მიუხედავად, ჩვენ დეესკალაციასა და ჯარის უკან გაყვანას ვერ ვხედავთ. პირიქით, რუსეთი აგრძელებს მობილიზებას, ჩვენ კი ვაგრძელებთ ყურადღებით დაკვირვებას. მოვუწოდებთ რუსეთს, გააკეთოს ის რაც, თქვა, გაიყვანოს ძალები უკრაინის საზღვრიდან. ეს იქნება პირველი მნიშნველოვანი ნაბიჯი მშვიდობიანი მოგვარებისთვის. ჯერ კიდევ არ არის ძალიან გვიან, რომ რუსეთმა კურსი შეცვალოს და შეწყვიტოს ომისთვის მზადება", – ამბობს იენს სტოლტენბერგი.