უკრაინაში შეჭრის შემთვევაში რუს ოლიგარქებს ბრიტანეთში მოგზაურობას შევუჩერებთ - ლიზ ტრასი

20.02.22 10:24
 უკრაინაში შეჭრის შემთვევაში რუს ოლიგარქებს ბრიტანეთში მოგზაურობას შევუჩერებთ - ლიზ ტრასი

თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება რუს ოლიგარქებს ბრიტანეთში მოგზაურობის შესაძლებლობას შევუჩერებთ, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ბრიტანეთი მკაცრი სანქციებისთვის ემზადება. 

რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემთვევაში მძიმე გადასახადს, მათ შორის მკაცრ სანქციებს დავაკისრებთ. ჩვენ შევუჩერებთ რუს ოლიგარქებს თავიანთი ფულის საერთაშორისო დონეზე გადატანას. შევაჩერებთ მათ მოგზაურობას ბრიტანეთში და რუსულ კომპანიებს გავურთულებთ ჩვენი კაპიტალის ბაზრებზე წვდომას. ასევე, ვაპირებთ გავართულოთ რუსეთისთვის სუვერენული სესხების ბაზარზე წვდომაც, - განაცხადა ტრასმა.