გასული დღეა-ღამის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა დონბასში ცეცხლი 80-ჯერ გახსნეს

უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გასული დღის განმავლობაში დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 80-ჯერ დაარღვიეს. მათივე მონაცემებით, 72 შემთხვევაში ცეცხლი მინსკის შეთანხმებებით აკრძალული იარაღით გახსნეს. სროლის შედეგად დაიჭრა ერთი სამხედრო, რომელიც ამ დროისათვის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის თანახმად, უკრაინელი სამხედროები სიტუაციას აკონტროლებენ და მტრის მხრიდან პოტენციურ საფრთხეებზე ადეკვატურად რეაგირებენ.