მოვუწოდებთ მოსკოვს, შეწყვიტოს კონფლიქტის გაღვივება და აირჩიოს დიპლომატია - NATO-ს გენერალური მდივანი

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებას ეხმაურება.
მისი თქმით, გადაწყვეტილება ძირს უთხრის კონფლიქტის მოგვარების მცდელობებს და არღვევს მინსკის შეთანხმებას.
ვგმობ უკრაინაში დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას რუსეთის მიერ. ეს [ქმედება] ძირს უთხრის კონფლიქტის მოგვარების მცდელობებს და არღვევს მინსკის შეთანხმებას. NATO მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მოვუწოდებთ მოსკოვს, შეწყვიტოს კონფლიქტის გაღვივება და არჩიოს დიპლომატია"- წერს NATO-ს გენერალური მდივანი.
რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონები დამოუკიდებელ “რესპუბლიკებად” ცნო. გადაწყვეტილება ვლადიმირ პუტინმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ, სპეციალურ მიმართვაში გამოაცხადა.