ვესაუბრე ენტონი ბლინკენს, ხაზი გავუსვი რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების აუცილებლობას - კულება

22.02.22 09:46
ვესაუბრე ენტონი ბლინკენს, ხაზი გავუსვი რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების აუცილებლობას - კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ტელეფონით ესაუბრა. დმიტრო კულებას ინფორმაციით, ბლინკელნს ის ვაშინგტონში ხვალ შეხვდება. საუბრის თემა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება იქნება.

სიტუაციის დინამიკის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ ვესაუბრე ენტონი ბლინკენს. ჩვენი ხვალინდელი შეხვედრის წინ ვაშინგტონში. ძირითადი თემა: სანქციებია. მე ხაზი გავუსვი რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების აუცილებლობას მისი უკანონო ქმედებების საპასუხოდ, - წერ კულება Twitter-ზე.

რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონები დამოუკიდებელ “რესპუბლიკებად” ცნო. გადაწყვეტილება ვლადიმირ პუტინმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ, სპეციალურ მიმართვაში გამოაცხადა.