ჯო ბაიდენმა ოკუპირებული ლუგანსკის და დონეცკის რეგიონში სანქციების დაწესებას მოაწერა ხელი

22.02.22 09:59
ჯო ბაიდენმა ოკუპირებული ლუგანსკის და დონეცკის რეგიონში სანქციების დაწესებას მოაწერა ხელი

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის მიერ აღიარებული ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების  წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი. სანქციების თანახმად,  აშშ-ის მოქალაქეებს ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში  ფინანსური საქმიანობა და ინვესტიციების განხორციელება ეკრძალებათ. იკრძალება ასევე, აღნიშნულ რეგიონებში პროდუქციის და ტექნოლოგიების ექსპორტი და იმპორტი.

პრეზიდენტმა ბაიდენმა დღეს გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ს მოქალაქეების მიერ ე.წ. დონეცკსა და ლუგანსკის რეგიონებში ან რეგიონებში. ბრძანება ასევე ითვალისწინებს დააწესოს სანქციები ნებისმიერ პირზე, რომელიც განსაზღვრავს ოპერირებას უკრაინის ამ რაიონებში, - ნათქვამია თეთრის სახლის განცხადებაში.  

თეთრი სახლი ასევე, აღნიშნავს, რომ კიდევ უფრო მკაცრ ეკონომიკურ სანქციებს აშშ მოკავშირეებთან ერთად ამზადებს. განკარგულებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის ქმედება მინსკის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს ეწინააღმდეგება და საფრთხეს უქმნის მსოფლიო მშვიდობას და სტაბილურობას.