ჩვენ ჩვენს მიწაზე ვართ, არავისი გვეშინია - ვოლოდიმირ ზელენსკი

22.02.22 10:19
ჩვენ ჩვენს მიწაზე ვართ, არავისი  გვეშინია - ვოლოდიმირ ზელენსკი

ქაოტური მოქმედებების საფუძველი არ გვაქვს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სპეციალურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით,  რუსეთის ქმედება უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს არღვევს  და შედეგებზეც პასუხისმგებლობა სწორედ რუსეთს ეკისრება. 

ქაოსის საფუძველი არ გვაქვს. როგორც კი სიტუაციას ცვლილებას შევატყობთ, როგორც კი ამის რისკი გაჩნდება, აუცილებლად გაცნობებთ. ამ დროისათვის აქოსური ქმედებების საფუძველი არ გვაქვს, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ასე გაგრძელდეს. ჩვენ მშვიდობას და დიპლომატიური გზას ვირჩევთ. ჩვენ ჩვენს მიწაზე ვართ, არავისი და არაფრის გვეშინია, ჩვენ არავისი არაფერი გვმართებს და არაფერს არავის მივცემთ, ამაში დარწმუნებულები ვართ, რადგან ახლა არა 2014 წლის თებერვალი, არამედ 2022 წლის თებერვალია, - განაცხადა ზელენსკიმ.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების ბრძანებას