საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზიპარიზის სასამართლომ ქრთამის მიცემის მცდელობასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში დამნაშავედ სცნო. მას 3 წელი მიესაჯა, თუმცა საფრანგეთის ექსპრეზიდენტი საპატიმროში მხოლოდ 1 წელს გაატარებს, დანარჩენი 2 წელი პირობითი პატიმარი იქნება.
პროკურატურა 4-წლიან პატიმრობას ითხოვდა. სარკოზიმ სასამართლოზე მის მიერ წაყენებული ყველა ბრალდება უარყო.
ცნობისთვის, ნიკოლა სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტი 2007-2011 წლებში იყო.