400 მომხრე, არცერთი წინააღდეგი - დუმამ პუტინის ბრძანება შეასრულა

22.02.22 14:50
400 მომხრე,  არცერთი წინააღდეგი - დუმამ პუტინის ბრძანება შეასრულა

რუსეთის, დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებს შორის „მეგობრობის, თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების შესახებ“ ხელშეკრულებებს რუსეთის სახელმწიფო დუმამ მხარი ერთხმად დაუჭირა. გადაწყვეტილებას 400-ივე დეპუტატი მიემხრო, წინააღმდეგი არავინ ყოფილა და თავიც არავის შეუკავებია. 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების ბრძანებას.