პასუხი რუსეთს - გერმანიამ Nord Stream 2-ის გაზსადენს სერტიფიცირება შეუჩერა

22.02.22 15:27
პასუხი რუსეთს - გერმანიამ Nord Stream 2-ის გაზსადენს სერტიფიცირება შეუჩერა

გაზსადენი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის პროექტის წინსვლა უკრაინის კრიზისის ფონზე ვერ გაგრძელდება - განცხადება რამდენიმე წუთის წინ, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გააკეთა. 

მისი თქმით, გაზსადენის დამტკიცების პროცესი შეჩერებულია.

მილსადენი, რომელიც ბუნებრივ აირს რუსეთიდან გერმანიას აწვდის, წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ბალტიის ქვეყნების კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გამხდარა. მათი თქმით, ეს ზრდის ევროპის დამოკიდებულებას რუსეთის ენერგომომარაგებაზე.