მსოფლიომ არ უნდა დაუშვას ისეთი ტრაგიკული შეცდომების გამეორება, როგორიც მოხდა 2008 წელს საქართველოში - ზელენსკი

22.02.22 17:17
მსოფლიომ არ უნდა დაუშვას ისეთი ტრაგიკული შეცდომების გამეორება, როგორიც მოხდა 2008 წელს საქართველოში - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიიჩნევს, რომ  ევროპის უსაფრთხოების მომავალი სწორედ უკრაინაში წყდება. მისი თქმით, ევროპამ და მსოფლიომ აღარ უნდა დაუშვას ის ტრაგიკული შეცდომები, როგორიც 2008 წელს საქართველოსთან მიმართებაში იქნა დაშვებული. 

ჩვენ გვჯერა, რომ არ იქნება ძლიერი ომი უკრაინის წინააღმდეგ და არ იქნება ფართო ესკალაცია რუსეთის მხრიდან. თუ იქნება, საომარი მდგომარეობაც დაწესდება. ჩვენ ვიზიარებთ საერთო შეხედულებას, რომ რუსეთის ესკალაცია უკრაინის გარშემო უპრეცენდენტო გამოწვევაა ევროპისა და ზოგადად, მსოფლიოსთვის. სწორედ უკრაინაში წყდება ევროპის უსაფრთხოების მომავალი, რომლის ნაწილიც უკრაინაა. ევროპამ და მსოფლიომ არ უნდა დაუშვას ისეთი ტრაგიკლული შეცდომების გამეორება, როგორიც მოხდა 2008 წელს საქართველოში, - განაცხადა ზელენსკიმ. 

 რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების ბრძანებას.