დაუყოვნებლივ შემოვიღებთ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების პაკეტს - ბორის ჯონსონი

22.02.22 17:25
დაუყოვნებლივ შემოვიღებთ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების პაკეტს - ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერი რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების პაკეტის მომზადებაზე საუბრობს. ბორის ჯონსონი დარწმუნებულია, რომ რუსეთი ირაციონალურ ქმედებებს განაგრძობს. 

ვშიშობ, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ვლადიმერ პუტინს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრა. დამოუკიდებელი, სუვერენული ევროპული ქვეყნის დაპყრობა-დამორჩილება. ეს იქნება აბსოლუტური კატასტროფა. დაუყოვნებლივ შემოვიღებთ ეკონომიკური სანქციების პაკეტს, რაც მოსალოდნელი იყო. ეს სანქციები არა მხოლოდ ლუგანსკში, დონეცკში  და დონბასში შეეხება ადამიანებს, არამედ რუსეთშიც. ის მიზანში ამოიღებს რუსეთის ეკონომიკურ ინტერესებს. ეს იქნება რუსეთისთვის დიდი ბრიტანეთის ეკონომიკური სანქციების პირველი ნაკადი. ვშიშობ, რომ უნდა ველოდოთ რუსეთის უფრო მეტ ირაციონალურ ქმედებებს, - განაცადა ჯონსონმა. 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების ბრძანებას.