სახელმწიფო ვალი და კრემლის ელიტა - აშშ-მ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა
სანქციები კრემლის ელიტას, მათი ოჯახის წევრებს, ასევე რუსეთის სახელმწიფო ფასიან ქაღალდებით ოპერირებას და სხვა - აშშ-მ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა.
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, სანქციები დაუწესდა ორ ყველაზე დიდ ფინანსურ ინსტიტუციას - VTB-ს და სამხედრო ბანკს.
ვუწესებთ სანქციებს რუსეთს, რომლებსაც შესაძლოა ჰქონდეთ საშემოსავლო ვალი. ჩვენ მოვწყვიტეთ რუსეთის ხელისუფლება დასავლეთს ფინანსებს. მათ აღარ შეეძლებათ აქტივების მოზიდვა დასავლეთისგან და არ შეეძლებათ ვაჭრობა ჩვენსა და ევოპულ ბაზარზე.
ვუწესებთ სანქციებს რუსეთის ელიტას და მათი ოჯახის წევრებს. ისინი იზიარებენ კრემლის პოლიტიკის კორუფციულ თამაშებს და ასევე უნდა გაიზიარონ ტკივილი.
"ჩრდილოეთის ნაკადი 2 "წინ ვეღარ წავა",- ანაცხადა ბაიდენმა.
მისი თქმით, "დიალოგმა პრაქტიკულად აზრი დაკარგა".
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მომავალში, რაც უნდა მოიმოქმედოს რუსეთმა, დასავლეთი ერთიანი იქნება ახალი სანქციების დაკისრების კოორდინაციაში.