ომი დონბასში: რუსეთმა ბოლო 24 საათში 100-მდე გასროლა განახორციელა

23.02.22 10:24
ომი დონბასში: რუსეთმა ბოლო 24 საათში 100-მდე გასროლა განახორციელა

უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ბოლო დღე-ღამეში დონბასში ცეცხლი 96-ჯერ გახსნეს. ამათგან 81 შემთხვევაში გასროლა მძიმე შეიარაღებიდან მოხდა. 8-ჯერ დაიბომბა სოფელი  "სჩასტია", სროლის ხმა ისმოდა მარიოპოლთანაც, 120 მილიმეტრიანი ჭურვები ესროლეს "შიროკინოს", საარტილერიო ცეცხლი გაუხსნენს ათზე მეტ სოფელსა და დასახლებას.

სროლას ერთი უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა. დაჭრილია კიდევ ერთი ჯარისკაცი, ხოლო 5-ს საბრძოლო ტრავმა აქვს მიღებული. 

უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, დონბასის გარდა, რუსეთს მიზანში უკრაინის სხვა ქალაქებიც აქვს ამოღებული, რომელზე თავდასხმასაც გეგმავს.  საუბარია კიევზე, ხერსონსა და ხარკოვზე.