ავსტრალიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

ავსტრალიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების შესახებ პრემიერმინისტრმა სკოტ მორისონმა განაცხადა. მორისონის განცხადებით, სანქციები მოგზაურობის აკრძალვასა და მიზნობრივ ფინანსურ სანქციებს გულისხმობს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს 8 წევრზე - ქვეყნის მაღალჩინოსნებსა და თავდაცვის მეთაურებზე.
"უკრაინაში შეჭრა პრაქტიკულად უკვე დაწყებულია. რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მზადყოფნის პიკშია და შეიძლება, მომდევნო 24 საათში მოხდეს", - განაცხადა ავსტრალიის პრემიერმა.
მორისონის თქმით, სანქციები გახანგრძლივდება რუსეთის მიერ კონტროლირებად ყირიმსა და სევასტოპოლზეც.
21 თებერვალს ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა. რამდენიმე საათში კი დონბასში ჯარების შეყვანის ბრძანება გასცა