"უნდა გავზარდოთ უკრაინის არმიის მზადყოფნა" - ზელენსკიმ რეზერვისტების მობილიზაცია გამოაცხადა

23.02.22 12:25
"უნდა გავზარდოთ უკრაინის არმიის მზადყოფნა" - ზელენსკიმ  რეზერვისტების მობილიზაცია გამოაცხადა

უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყანაში რეზერვისტების მობილიზაცია გამოაცხადა. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებისთვის სპეციალურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ურაინის მთავარსარდლის თქმით, ამ ეტაპზე საყოველთაო მობილიზაციის აუცილებლობა არ არის. 

ჩვენ უკრაინის არმიის და სხვა სამხედრო ფორმირებების ოპერატიულად დაკომპლექტება გვჭირდება. მე, როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მეთაურმა, გამოვეცი განკარგულება რეზერვისტების სპეციალურ პერიოდში გაწვევის შესახებ. ხაზს ვუსვამ: საუბარია იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ირიცხებიან ოპერატიულ რეზერვში. ჩვენ უნდა გავზარდოთ უკრაინის არმიის მზადყოფნა ოპერატიულ გარემოში ყველა შესაძლო სცენარისთვის,  - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ უახლოეს მომავალში  ტერიტორიული თავდაცვის რეზერვისტების წრთვნები დააანონსა.