განსაცდელის დღეები რუსი დეპუტატებისთვის - სანქცირებულთა სია

23.02.22 13:04
განსაცდელის დღეები რუსი დეპუტატებისთვის - სანქცირებულთა სია

დასავლეთის საქნციები რუსეთს -   სიაში მოხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი მარია ზახაროვა, მთავარი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი ,ვითიბი ბანკის ხელმძღვანელი, ეკონომიკური განვითარების და თავდაცვის მინისტრები. სანქცირებულთა შორის არიან რუსი ჟურნალისტები ,ბიზნესმენები, მათი შვილები , დედები და ოჯახის წევრები.

სანქციები ასევე დაუწესდათ ანტონ ვაინოს, ევგენი პრიგოჟინს, ვლადიმირ სოლოვიოვს. 

ევროკავშირი, ვაშინგტონი, იაპონია, ავსტრალია და დიდი ბრიტანეთი რუსეთს სანქციებს უწესებს. 351 რუსი დეპუტატი ევროკავშირის ქვეყნებში  ვეღარ ჩავა.  "შოპინგი მილანში, წვეულებები სენ-ტროპეში , ბრილიანტები  ანტვერ-პენში  და სრიალი კურშაველის კურორტებზე დასრულდა," - უთხრა ევროკავშირმა უკრაინის ოკუპაციებზე ხელმომწერებს.