სამხერო ტრანსპორტი და საველე ჰოსპიტალი უკრაინის საზღვართან - სატელიტური კადრები ადგილიდან

23.02.22 13:31
სამხერო ტრანსპორტი და საველე ჰოსპიტალი უკრაინის საზღვართან - სატელიტური კადრები ადგილიდან

ამერიკული სატელიტური კომპანიის მიერ გავრცელებული ფოტომასალით ირკვევა, რომ რუსმა სამხედროებმა ადგილმდებარეობა იცვალეს. ფოტოებში ჩანს, რომ უკრაინის საზღვრებთან 100-ზე მეტი სამხედრო მანქანა და ათობით სამხედრო კარავია განლაგებული. ტერიტორიაზე სამედრო გარნიზონს საველე ჰოსპიტალიც დაემატა. 

ასევე, კადრებში ჩანს, რომ უკრაინის საზღვრიდან  8 კილმეტრში რუსული სამხედრო ძალები ტანკებით გადაადგილდებიან. კომპანია Maxar Technologies  ინფორმაციით, ბოლო დღეებში რუსეთის დასავლეთ ნაწილში, უკრაინის საზღვართან აღჭურვილობის გადამტანებიც გამოჩნდნენ, რაც ტანკების, არტილერიის და სხვა მძიმე ტექნიკის გადასატანად გამოიყენება. კომპანია ახალი სამხედრო დანაყოფების მობილიზებაც საუბრობს.

კომპანია Maxar Technologies რუსული ძალების მობილიზებას უკვე რამდენიმე კვირაა თვალყურს ადევნებს