პასუხი რუსულ აგრესიას - ბლინკენმა ლავროვთან შეხვედრა ჩაშალა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის ჟენევაში 24 თებერვალს დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა. მიზეზი უკრაინასთან მიმართებაში რუსული აგრესია გახდა.
შეხვედრაზე მხარეებს უკრაინის გარსემო განვიტარებულ კრიზისზე უნდა ესაუბრათ, საბოლოოდ, თარიღიც ჩანიშნეს, თუმცა ვლადიმერ პუტინის მიერ ლუგანსკის და დონეცკის დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარების შემდეგ, ბლინკენმა შეხვედრაზე უარი განახცადა და ლავროვს ამის შესახებ წერილით აცნობა.
ახლა, როცა ჩანს, რომ შეჭრა იწყება და რუსეთმა ცხადად დაგვანახა დიპლომატიის უარყოფა, აზრი არ აქვს ამ ეტაპზე შეხვედრის გაგრძელებას“, - თქვა ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
შენიშვნა: ფოტო BBC