რუსეთმა უკრაინის მიმდებარედ საზღვაო ძალები განათავსა

რუსეთმა უკრაინის მიმდებარედ საზღვაო ძალები განათავსა. ყველა ფლოტის 46-ვე ხომალდი ამ წუთებში შავ და აზოვის ზღვებშია განლაგებული. ამით რუსეთი დემონსტრირებს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ზღვიდან შემოჭრისთვიაც მზად არის.
რუსული სამხედრო ტექნიკის გაძლიერება ხდება უკრაინის სახმელეთო საზღვრებთანაც. ბელორუსიის ტეროტორიიდან 35 კილომეტრის დაშორებით რუსული ვერტმფრენების გადასროლა მოხდა. საუაბარია სულ 30 ვერტმფრენზე, მათ შორის კა 52 ალიგატორი და მი 24. ისინი ცენტრალური მაგისტრალის მიმდებარედ, გომელსკის ოლქში დაეშვნენ.
დღესვე რუსეთმა უკრაინიდან დიპლომატების გაყვანის ბრძანება გასცა. საელჩოებიდან მათი ევაკუირების პროცესი უკვე დაწყებულია. ადგილობრივებმა მათ პერფორმანსი მოუწყვეს და შენობასთან წარწერები "გამარჯობა ჯოჯოხეთში" განათავსეს.
პარალელურად, უკრაინაში ეროვნული უშიშროებისა საბჭომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო. ახლა უმაღლესი რადა საბჭოს გადაწყვტილების დასამტკიცებლად ემზადება.ოკუპირებულ ლუგანსკსა და დონეცკში კი რამდენიმე საათია რუსი სეპარტისტები აფეთქებების სერიას აგრძელებენ, რუსული ჯარები და მძიმე ტექნიკა კი უკაინის საზღვრებს უახლოვდება.