უკრაინის სახმელეთო ძალების ინფორმაციით, დონბასში რუსეთის 5 თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი ჩამოაგდეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის განცხადებით, 24 თებერვალს უკრაინის სამხედრო ძალებმა დონბასის რეგიონში რუსეთის 5 თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი ჩამოაგდეს.
მათი განცხადებით, სამხედრო ნაწილები თავიანთ პოზიციებზე არიან განლაგებულები.