აშშ, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები რუსეთს მძიმე სანქციებს დაუწესებენ - ბაიდენი
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, აშშ, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები რუსეთს მძიმე სანქციებს დაუწესებენ. ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ამის შესახებ ტელეფონით ესაუბრა.
ბაიდენის განცხადებით, დღეს დიდი შვიდეულის სხდომა გაიმართება, სადაც, აშშ და პარტიონი ქვეყნები რუსეთს მძიმე სანქციებს დაუწესებენ.
"პრეზიდენტი ზელენსკი დამიკავშირდა. ლაპარაკს ახლა მოვრჩით. მე ვგმობ არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ თავდასხმას რუსული ჯარების მხრიდან. მე მას მოკლედ ვუთხარი იმ ნაბიჯების შესახებ, რომელსაც გადავდგამთ, მათ შორის დღეს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
მან მთხოვა, მოვუწოდო მსოფლიოს ლიდერებს, მკაფიოდ ისაუბრონ პრეზიდენტ პუტინის უხეში აგრესიის წინააღმდეგ და დადგნენ უკრაინელი ხალხის გვერდით.დღეს G7-ის ლიდერებს შევხვდები. აშშ, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები რუსეთს მძიმე სანქციებს დაუწესებენ. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას". - აცხადებს ჯო ბაიდენი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა 24 თებერვალს უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. აფეთქებების ხმა ისმის დედაქალაქ კიევშიც. ასევე ოდესაში და ხარკოვში.