უმკაცრესად ვგმობთ უკრაინის წინააღდეგ რუსეთის უპრეცედენტო სამხედრო აგრესიას - EU

24.02.22 10:46
უმკაცრესად ვგმობთ უკრაინის წინააღდეგ რუსეთის უპრეცედენტო სამხედრო აგრესიას - EU

რუსეთის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებასთან დაკავშირებით ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი გმობს რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ სამხედრო აგრესიას.

უმკაცრესად ვგმობთ უპრეცედენტო სამხედრო აგრესიას უკრაინის წინაღმდეგ. არაპროვოცირებული და გაუმართლებელი სამხედრო მოქმედებით რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს და ძირს უთხრის, ევროპისა და გლობალურ უსაფრთხოებას და სტაბილურობას.

მოვუწოდებთ რუსეთს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები, გაიყვანოს ჯარი უკრაინიდან და სრულად სცეს პატივი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. 21-ე საუკუნეში ძალის და იძულების ასეთი გამოყენების ადგილი არ არის", - ნათქვამია განცხადებაში.

შარლ მიშელმა ევროსაბჭოს საგანგებო სხდომა უკვე მოიწვია. ევროკავშირის ლიდერები დღეს, 24 თებერვალს   რუსეთის წინააღმდეგ მისაღებ ზომებს  და სანქციების პაკეტს განიხილავენ.