დახურეთ საჰაერო სივრცე. მსოფლიომ უნდა აიძულოს რუსეთს მშვიდობა - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საერთაშორისო საზოგადოებას პუტინის საწინააღმდეგო კოალიციის შექმნისკენ და მისი შეჩერებისკენ მოუწოდებს.
"მსოფლიომ უნდა აიძულოს რუსეთს მშვიდობა", - წერს ზელენსკი Twitter-ზე.
„ვესაუბრე პრეზიდენტ ბაიდენს, ოლაფ შოლცს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანჟეი დუდას, ბორის ჯონსონს. მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ შეაჩერონ პუტინი, ომი უკრაინისა და მსოფლიოს წინააღმდეგ. შექმენით პუტინის საწინააღმდეგო კოალიცია. დაუყოვნებლივი სანქციები, აღმოუჩინეთ თავდაცვითი და ფინანსური მხარდაჭერა უკრაინას. დახურეთ საჰაერო სივრცე. მსოფლიომ უნდა აიძულოს რუსეთს მშვიდობა“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.