ომი უკრაინაში - რუსებმა ლუგანსკის ოლქში ორი სოფელი აიღეს, ოკუპანტებმა ლუცკში სატელევიზიო ანძა ააფეთქეს

24.02.22 11:08
ომი უკრაინაში - რუსებმა ლუგანსკის ოლქში ორი სოფელი აიღეს, ოკუპანტებმა ლუცკში სატელევიზიო ანძა ააფეთქეს

ომი უკრაინაში - რუსებმა ლუგანსკის ოლქში ორი სოფელი აიღეს, ოკუპანტებმა ლუცკში სატელევიზიო ანძა ააფეთქეს. მძიმე მდგომარეობაა დნეპროპეტროვსკის, ხმელნიცკის და ვინიცას რაიონებში, ცეცხლის ალშია გახვეული სამხედრო ნაწილები. 

ინფორმაციას "უნიანი", საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვლადიმერ პუტინმა დღეს, თბილისის დროით დილის შვიდ საათზე უკრაინაში მასშტაბური ინტერვენციის დაწყება გამოაცხადა. 

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა  მიმდინარეობს. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. იბომბება დასახლებული პუნქტები და სტრატეგიული ობიექტები.